ფილმის პირველი ნაწილის ფინალური შეტაკების შემდეგ ვესტ ჰემის რამდენიმე წევრი და მილუოლის მრავალრიცხოვანი მებრძოლები ციხეში აღმოჩნდებიან. ვესტ ჰემელები დაჩაგრულები არიან მილუოლელების სიმრავლით. ფეხბურთი ციხეშიც ისევე პოპულარულია, როგორც მის გარეთ და ერთმანეთს შორის მატჩის შემდეგ მოგებულებს ელით ისეთი სასიამოვნო მოვლენები, როგორიცაა საშხაპეს რიგგარეშე გამოყენება ანდა სტუმრების მისაღებად დამატებითი დღე. წაგებულები კი პირიქით - დამატებით სასჯელებს იღებენ. ბედი ვესტ ჰემსა და მილუოლს საფეხბურთო მოედანზე შეახვედრებს. ახლანდელი ფსონები ყველაზე დიდია, რადგან საქმე სიკვდილ სიცოცხლეს ეხება. თამაში დაიწყო…