თქვენ იყიდეთ კომპიუტერი მაგალითად, 2 ბირთვიანი და ფიქრობთ, რომ მშვიდად შეგიძლიათ დააყენოთ windows 7. თუმცა, კომპიუტერი ნელა მუშაობს. რატომ?
თქვენ კი გაქვთ 2 ბირთვიანი კომპიუტერი, მაგრამ რეალურად თქვენ 1 ბირთვს ამუშავებთ. შევეცდები გასწავლოთ, თუ როგორ გამოიყენოთ ორივე ბირთვი კომპიუტერის მუშაობის ხარისხის ასამაღლებლად.
შევდივართ Start-ში და ვეძებთ Run-ს, შემდეგ მასში ვწერთ msconfig და ვაჭერთ OK-ს.
ეკრანზე გამოვა ფანჯარა, სადაც შევდივართ მეორე განყოფილებაში, ვაჭერთ Advanced options, ვაკლიკებთ Number of processors და 1 ბირთვის მაგივრად მოვნიშნავთ ორ ბირთვს, დავაჭერთ ღილაკ OK-ს, რის შემდეგაც კომპიუტერი ავტომატურად გადაიტვირთება. გადატვირთვის შემდეგ თქვენი კომპიუტერი უფრო სწრაფად იმუშავებს ვიდრე ადრე, პირადად მე მაქვს ასე გაკეთებული და კმაყოფილი ვარ...